ავტორიზაცია

კონტე: "ფეხბურთელთა კეთილდღეობაზე უკვე წლებია საუბრობენ, მაგრამ რას აკეთებენ? არაფერს"

კონტე: "ფეხბურთელთა კეთილდღეობაზე უკვე წლებია საუბრობენ, მაგრამ რას აკეთებენ? არაფერს"
თარიღი 19 იან 2022, 23:55

"ტოტენჰემის" მთავარმა მწვრთნელმა, ანტონიო კონტემ საკუთარი აზრი გამოთქვა იმის შესახებ, თუ რა გავლენას ახდენს დიდი დატვირთვა ფეხბურთელების კეთილდღეობაზე.

"ვფიქრობ, ინგლისში ფეხბურთელთა კეთილდღეობაზე უკვე რამდენიმე სეზონია საუბრობენ, რათა მათი დაცვა სცადონ".

"საკითხავია, რა შეიცვალა ამ წლებში? არაფერი. ამ მიზეზით შემიძლია ვთქვა, რომ მოთამაშეების კეთილდღეობაზე საუბრის გაგრძელება სისულელეა, რადგან ეს დროის ფუჭი ხარჯვაა.

"ეს მხოლოდ ამ სეზონში არ ხდება, წლებია ასე გრძელდება... ფეხბურთელთა კეთილდღეობაზე ბევრს ლაპარაკობენ, მაგრამ რას აკეთებენ? არაფერს".

"წინსვლა უნდა გავაგრძელოთ, ვეცადოთ ვიყოთ სერიოზულები და სხვა თემები განვიხილოთ", - ციტირებს კონტეს სიტყვებს Independent-ი.