ავტორიზაცია

"გიწევს თამაში, გამოდი და ითამაშე", - კონტემ არსენალი მატჩის გადადების გამო გააკრიტიკა

"გიწევს თამაში, გამოდი და ითამაშე", - კონტემ არსენალი მატჩის გადადების გამო გააკრიტიკა
თარიღი 19 იან 2022, 11:14

"ტოტენჰემის" მთავარმა მწვრთნელმა, ანტონიო კონტემ "არსენალთან" პრემიერ ლიგის მატჩის გადადებაზე ისაუბრა. "მეთოფეებმა ლიგას გუნდში კოვიდობის, ტრავმების და აფრიკის თასზე მოთამაშეების წასვლის გამო მატჩის გადადება სთხოვეს.

ჩემი მოკრძალებული აზრით,, თუ არის სიტუაცია, როცა თამაში გჭირდება, უნდა ითამაშო. მატჩები ტრავმების გამო არ უნდა გადადოთ, არც ეროვნული ნაკრების თამაშების გამო.

ჩვენ გვაქვს დიდი პრობლემა, რომელიც გადასაწყვეტია - კორონავირუსი და მხოლოდ ამ სიტუაციის გამო შეიძლება მოახლოებული შეხვედრის გადადება და არა სხვა რაღაცის გამო.

სიმართლე გითხრათ, ცხოვრებაში პირველად ვხედავ მსგავს გადაწყვეტილებას და ფეხბურთის გამოცდილებაც მაქვს. ძალიან უცნაურია. თუ პრემიერ ლიგამ ტრავმების გამო მატჩის გადადება გადაწყვიტა, შესაძლოა უკეთესი განრიგის შედგენა და მატჩების რაოდენობის შემცირება იყოს საჭირო.

ეს არის ჩემს ცხოვრებაში პირველად, ლიგამ ტრავმების გამო რომ თამაში გადადო. ეს ძალიან უცნაური და მოულოდნელია", - განაცხადა კონტემ "არსენალთან" გადადებული მატჩის შესახებ.