ავტორიზაცია

ინგლისური პრესა კონტეს ტოტენჰემიდან შესაძლო წასვლაზე ალაპარაკდა

ინგლისური პრესა კონტეს ტოტენჰემიდან შესაძლო წასვლაზე ალაპარაკდა
თარიღი 14 იან 2022, 14:28

"ტოტენჰემის" ფეხბურთელები შიშობენ, რომ ანტონიო კონტემ შესაძლოა გუნდის მთავარი მწვრთნელის პოსტი დატოვოს. ფეხბურთელები ფიქრობენ, რომ იტალიელმა შეიძლება გადადგას ასეთი ნაბიჯი.

იმ შემთხვევაში, თუ "ტოტენჰემი" მას იანვარში ტრანსფერებით არ დაუჭერს მხარს. გასახდელში კონტეს შესაძლო წასვლაზე საუბრობენ და შიშობენ, რომ სიტუაცია ასე განვითარდება.

მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ზამთრის ტრანსფერები, არამედ ზაფხულის. აღსანიშნავია, რომ ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარა კონტეს მომავალზე გადაწყვეტილების გასაღები იქნება.

მას ნამდვილად არ სურს შუა სეზონში წასვლა. იტალიელს სურს, რომ "ტოტენჰემმა" ზამთარში მარჯვენა გარემარბი, ცენტრალური ნახევარმცველი და თავდამსხმელი შეიძინოს.

იდეალურ სცენარში მთავარ მწვრთნელს თავის გუნდში ახალი ცენტრალური მცველის ხილვაც სურს, მაგრამ აღნიშნული გეგმა ზაფხულისთვის შეიძლება გადაიდოს. 

შეგახსენებთ, რომ 52 წლის სპეციალისტს, რომელიც ლონდონურ კლუბს ნოემბრიდან ხელმძღვანელობს, კონტრაქტი 2023 წლის ზაფხულში ეწურება. კონტეს მწვრთნელად დანიშვნის შემდეგ, "ტოტენჰემს" ჯერ არ წაუგია პრემიერ ლიგაში. დაუმარცხებელი სერია 8 მატჩი გრძელდება.