ავტორიზაცია

"უფრო და უფრო უკეთესად ათამაშდება", - დი მარია პსჟ-ში მესის ადაპტაციის შესახებ

"უფრო და უფრო უკეთესად ათამაშდება", - დი მარია პსჟ-ში მესის ადაპტაციის შესახებ
თარიღი 20 Jan 2022, 00:50

"პსჟ"-ს არგენტინელმა შემტევმა ნახევარმცველმა, ანხელ დი მარიამ პარიზულ გუნდში თანამემამულე ლიონელ მესის ადაპტაციის შესახებ ისაუბრა.

– გეხმარებათ თუ არა ის, რომ თქვენ და მესი ერთმანეთს უკვე იცნობდით? თუ საკლუბო დონეზე სათამაშოდ ხელახლა გიწევთ ერთმანეთის გაცნობა?

"50/50-ზე! ვფიქრობ, კარგია, მე და ლეოს კავშირი უკვე რომ გვქონდა, რადგან მას ვიცნობ, მესმის, როგორ გადაადგილდება, სად ელოდება ბურთს, სად იღებს მას".

"თუმცა, რა თქმა უნდა, როცა კლუბში თამაშობ, თანაგუნდელების მოძრაობები, მაგალითად, კილიანის (მბაპე) ან მარკოსი (ვერატი), ლეოს გადაწყვეტილებებზე გავლენას ახდენს. ასე რომ, ყველაფერი განსხვავებულად ხდება".

"თანდათან ყველა დეტალი იგება და მესი სულ უფრო და უფრო უკეთესად ათამაშდება, როგორც ყველა დანარჩენი".

"როცა "პსჟ"-ში პარედესი გადმოვიდა, შემდეგ კი მესი, დახმარებას ვცდილობდით, რჩევებს ვაძლევდით და ადაპტაციის რაც შეიძლება სწრაფად გავლაში ვეხმარებოდით. ვფიქრობ, მათთვის კომფორტული ატმოსფეროს შექმნაა ყველაზე მნიშვნელოვანი", - ციტირებს დი მარიას სიტყვებს "პსჟ"-ს ოფიციალური საიტი.

ფოტო: World Soccer-ის 2007 წლის "მომავლის ფეხბურთელების" სია - ბენზემა, აგუერო, ბეილი, დი მარია და სხვები