ავტორიზაცია

VIDEO: ბერგვაინის სიგიჟე და სასწაული ქამბექი - ტოტენჰემმა ლესტერს 95-ე წუთზე გაუთანაბრა, 97-ე წუთზე კი მოუგო

თარიღი 20 იან 2022, 01:37

ინგლისის ჩემპიონატის მე-17 ტურის ეგიდით, ლონდონის "ტოტენჰემი" გადადებულ მატჩში "ლესტერს" ეწვია.

აღნიშნული დაპირისპირება უხვგოლიანი, დრამატული და ძალიან სანახაობრივი გამოდგა - "დეზებმა" 2:3 იმარჯვეს.

ანგარიში 24-ე წუთზე "მელიების" შემტევმა, პატსონ დაკამ გახსნა, 38-ე წუთზე კი ჰარი კეინმა წონასწორობა აღადგინა.

76-ე წუთზე ჯეიმს მედისონმა მასპინძლები კვლავ წინ გაიყვანა, მაგრამ ამ გოლის შემდეგ ნამდვილი სასწაული ვიხილეთ.

ანტონიო კონტემ 79-ე წუთზე მოედანზე სტივენ ბერგვაინი შეუშვა, ამ უკანასკნელმა კი წლის ქამბექი შემოგვთავაზა. 

ჰოლანდიელმა შემტევმა ჯერ ანგარიში გაათანაბრა მსაჯის მიერ კომპენსირებულ მე-5 წუთზე, ხოლო 97-ეზე გამარჯვების მომტანი ბურთი შეაგდო.

პრემიერ ლიგის სატურნირო ცხრილში "ტოტენჰემი" 36 ქულით მე-5 ადგილს იკავებს, "ლესტერი" კი 25 ქულით მე-10 პოზიციაზეა.