ავტორიზაცია

VIDEO: მანჩესტერ იუნაიტედმა სტუმრად ბრენტფორდი მეორე ტაიმში გატეხა და უხვგოლიან მატჩში იმარჯვა

თარიღი 20 იან 2022, 02:05

ინგლისის ჩემპიონატის მე-17 ტურის ეგიდით, "მანჩესტერ იუნაიტედი" გადადებულ მატჩში "ბრენტფორდს" ესტუმრა.

აღნიშნული დაპირისპირება "ეშმაკუნების" გამარჯვებით დასრულდა - 1:3.

უგოლო პირველი ტაიმის შემდეგ, ანგარიში 55-ე წუთზე ფრედის გადაცემით ენტონი ელანგამ გახსნა, ზუსტად 7 წუთში კი მეისონ გრინვუდმა ბრუნო ფერნანდეშის პასით მანიკუნიანელთა უპირატესობა ორამდე გაზარდა.

77-ე წუთზე თავისი გოლი მარკუს რეშფორდმაც გაიტანა და სხვაობა გამანადგურებელი გახადა, ბრუნომ მეორე ასისტი მიითვალა.

მასპინძლებმა 85-ე წუთზე პრესტიჟის ბურთი შეაგდეს - "ემიუს" კარი ივან ტონიმ აიღო და საბოლოო შედეგიც დააფიქსირა.

რალფ რანგნიკის შეგირდები პრემიერ ლიგის სატურნირო ცხრილში 35 ქულით მე-7 ადგილს იკავებენ, ხოლო "ბრენტფორდი" 23 ქულით მე-14 პოზიციაზეა.