VIDEO: შედეგიანი ფრე მესტალიაზე - ვალენსია შინაურ კედლებში სევილიას დაუზავდა
ესპანეთის ჩემპიონატის 21-ე ტურის ეგიდით, "ვალენსიამ" შინაურ კედლებში "სევილიას" უმასპინძლა.
აღნიშნული დაპირისპირება ფრედ დასრულდა - 1:1.
შეხვედრაში ორივე გოლი პირველ ტაიმში გავიდა - მე-7 წუთზე ანდალუსიელები მუხტარ დიახაბის ავტოგოლით დაწინაურდნენ, 44-ე წუთზე კი გონსალო გედეშმა წონასწორობა აღადგინა.
აღსანიშნავია, რომ 89-ე წუთზე "ღამურებს" კაპიტანი გაუძევეს - ხოსე გაიამ მეორე ყვითელი ბარათი მიიღო და მოედნის ნაადრევად დატოვება მოუწია.
ამ მატჩის შემდეგ, "ვალენსია" ლა ლიგის სატურნირო ცხრილში 29 ქულით მე-9 ადგილზეა, ხოლო "სევილია" 45 ქულით მეორე ადგილს ინარჩუნებს.