ავტორიზაცია

5-წლიანი კონტრაქტი, სოლიდური ხელფასი, 40-მილიონიანი ბონუსი — რეალი და მბაპე შეთანხმებულები არიან?

5-წლიანი კონტრაქტი, სოლიდური ხელფასი, 40-მილიონიანი ბონუსი — რეალი და მბაპე შეთანხმებულები არიან?
თარიღი 20 იან 2022, 12:18

"რეალს" "პსჟ"-ს თავდამსხმელ კილიან მბაპესთან, რომელიც მომავალ ზაფხულს თავისუფალი აგენტი ხდება, კონტრაქტის პირობები წინასწარ აქვს შეთანხმებული.

როგორც ცნობილი ესპანური გამოცემა АВС-ი იტყობინება, მადრიდულმა გრანდმა 23 წლის ფრანგთან 6-წლიანი ხელშეკრულება შეათანხმა, წელიწადში 21 მილიონ ევროიანი ხელფასით.

გარდა ამისა, მბაპე "სამეფო კლუბისგან" კონტრაქტის გაფორმებისთვის 40-მილიონიან ბონუსსაც მიიღებს. ამასთანავე, კილიანს ვიზუალური უფლებების 50%-იც ერგება.

გუშინ გავრცელებული ინფორმაციით, "პსჟ" მბაპეს 2024 წლამდე გათვლილ კონტრაქტს სთავაზობს, 2023 წელს სხვა კლუბში გადასვლის შესაძლებლობით, რათა ყატარში გასამართ მსოფლიო ჩემპიონატზე პარიზელთა ფეხბურთელის რანგში ითამაშოს. თუ კილიანი საფრანგეთში დარჩენას დათანხმდება, "რეალი" მასზე უარს იტყვის.

მიმდინარე სეზონში მბაპემ ყველა ტურნირზე ერთად "პარი სენ ჟერმენის" მაისურით 26 მატჩი ჩაატარა, 19 გოლი გაიტანა და 12 შედეგიანი პასიც მიითვალა.