ავტორიზაცია

ბარსელონას ზაფხულში მარცხენა მცველის შეძენა სურს და სასურველი ვარიანტიც შეარჩია

ბარსელონას ზაფხულში მარცხენა მცველის შეძენა სურს და სასურველი ვარიანტიც შეარჩია
თარიღი 20 იან 2022, 12:42

კატალონიის "ბარსელონას" ხელმძღვანელობა ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე მარცხენა მცველის გადაბირებას გეგმავს.

როგორც ცნობილი ესპანური გამოცემა Diario Sport-ი იტყობინება, "ლურჯ-ბროწეულისფერთა" მთავარ მწვრთნელს, ხავის აღნიშნული პოზიციის გაძლიერება ამ ზამთარსვე სურს, თუმცა ფინანსური მიზეზების გამო ეს ნაკლებად სავარაუდოა.

"ბლაუგრანა" თავისი აღზრდილის, ალექს გრიმალდოს დაბრუნების ვარიანტს განიხილავს, რომელიც ამჟამად ლისაბონის "ბენფიკაში" ირიცხება. არსებული ცნობით, სეზონის დასრულების შემდეგ ესპანელის პორტუგალიური კლუბიდან აბარგება პრაქტიკულად გადაწყვეტილი ამბავია, რადგან კონტრაქტი 2023 წელს ეწურება და სიამოვნებით დაბრუნდება "ბარსელონაში".

"ბენფიკა" აქამდე თავის ფეხბურთელში 30 მილიონ ევროს ითხოვდა, მაგრამ რადგანაც ხელშეკრულების ვადა დასასრულს უახლოვდება, მოთხოვნები შედარებით მოკრძალებული იქნება. ამავდროულად, ლისაბონელები შეიძლება ტრანსფერში "ბარსას" ერთ-ერთი ახალგაზრდა ფეხბურთელის ჩართვით დაინტერესდნენ.

ამ დროისთვის, კატალონიელები სიტუაციას აანალიზებენ და გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღიათ.

მიმდინარე სეზონში 26 წლის გრიმალდომ პორტუგალიის ჩემპიონატში 16 მატჩი ჩაატარა და 3 გოლი გაიტანა.