რანგნიკი გუშინდელ მატჩში შეცვლილი რონალდუს რეაქციაზე: "ეს ნორმალური მოვლენაა"
"მანჩესტერ იუნაიტედის" დამრიგებელი, რალფ რანგნიკი პრემიერ ლიგის ეგიდით "ბრენტფორდთან" (3:1) გამართულ მატჩში თავდამსხმელ კრიშტიანუ რონალდუს რეაქციას გამოეხმაურა.
მოგეხსენებათ, პორტუგალიელი 71-ე წუთზე შეცვალეს, რითაც უკმაყოფილო დარჩა - ქურთუკი მოისროლა და სათადარიგო სკამების გვერდით კიბეზე ჩამოჯდა.
"ეს ნორმალური მოვლენაა, თავდამსხმელს გოლის გატანა უნდა. მაგრამ მცირე დაზიანების შემდეგ ითამაშა და მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, წინ კიდევ ერთი მატჩი გვაქვს".
"გარდა ამისა, მას შემდეგ, რაც "ასტონ ვილასთან" შეხვედრაში მოხდა ("ემიუ" ორბურთიანი სხვაობით იგებდა, თუმცა ქულები გაანიავა - 2:2), ამჯერად უპირატესობის შენარჩუნება მოვახერხეთ, ხუთმცველიან ტაქტიკას დავუბრუნდით".
"მსგავსი რამ აღარ უნდა დაგვეშვა, მიუხედავად იმისა, რომ კარი მშრალად მაინც ვერ შევინახეთ", - ციტირებს რანგნიკის სიტყვებს BBC Sport-ი.