ავტორიზაცია

"ტოტენჰემი არასოდეს დანებდება", - კონტე ლესტერთან მოგებული სასწაული მატჩის შემდეგ

"ტოტენჰემი არასოდეს დანებდება", - კონტე ლესტერთან მოგებული სასწაული მატჩის შემდეგ
თარიღი 20 იან 2022, 13:41

"ტოტენჰემის" მთავარმა მწვრთნელმა, ანტონიო კონტემ პრემიერ ლიგის მე-17 ტურის გადადებულ მატჩში "ლესტერის" (3:2) დამარცხების შემდეგ განცხადება გააკეთა.

"ვფიქრობ, დღეს ვაჩვენეთ, რომ დანებება არ გვინდა. არასოდეს", - ციტირებს იტალიელი სპეციალისტის სიტყვებს BBC-ი.

"ფეხბურთელებმა კარგად იციან, როგორი უნდა იყოს ჩვენი ფილოსოფია. ბოლომდე უნდა ვიბრძოლოთ და სასურველ შედეგს მივაღწიოთ".

"დღევანდელ მატჩში მარცხი სამართლიანი არ იქნებოდა. ძალიან ბევრი მომენტი გვქონდა, გაშვებული გოლების ეპიზოდებში არ გაგვიმართლა. მაგრამ ბოლომდე გვჯეროდა. სამი ქულა გვინდოდა და დავიმსახურეთ".

"მიჭირს იმის თქმა, თუ რა არის ჩვენი მიზანი. გრძელი გზა გვაქვს გასავლელი, ახლა მუშაობაა საჭირო. ვიცით, რომ თითოეული შედეგისთვის უნდა ვიბრძოლოთ. ძალიან რთული იქნება, ტურნირის დონის გათვალისწინებით", - დასძინა კონტემ.