ავტორიზაცია

ტიერი ანრი საფრანგეთში დაბრუნდება და ლიგა 1-ის ბინადარ კლუბს გაწვრთნის?

ტიერი ანრი საფრანგეთში დაბრუნდება და ლიგა 1-ის ბინადარ კლუბს გაწვრთნის?
თარიღი 20 იან 2022, 13:59

"ბორდო" გუნდის მთავარი მწვრთნელის თანამდებობიდან ვლადიმირ პეტკოვიჩის გათავისუფლების შესაძლებლობას განიხილავს.

ჟირონდინელებმა ლიგა 1-ში ზედიზედ სამი მარცხი იწვნიეს და 21 ტურის შემდეგ სატურნირო ცხრილში ბოლოსწინა, მე-19 ადგილს იკავებენ.

როგორც ცნობილი ფრანგული გამოცემა RMC იტყობინება, პეტკოვიჩის გათავისუფლების შემთხვევაში, "ბორდომ" შესაძლოა ტიერი ანრი დანიშნოს.

მოგეხსენებათ, ამ დროისთვის, ლეგენდარული ფრანგი ბელგიის ეროვნული ნაკრების სამწვრთნელო შტაბის წევრია.

ფრანგული კლუბის პრეზიდენტი, ჟერარ ლოპესი "მონაკოსა" და "მონრეალ იმპექტის" ექს-დამრიგებლის მიწვევის ვარიანტს ჯერ კიდევ გასულ ზაფხულს განიხილავდა, პეტკოვიჩის მიწვევამდე.