რანგნიკმა გაამხილა, თუ რა უთხრა მოედნიდან გაყვანით იმედგაცრუებულ რონალდუს ცვლილების შემდეგ
"მანჩესტერ იუნაიტედის" დამრიგებელმა, რალფ რანგნიკმა პრემიერ ლიგის ეგიდით "ბრენტფორდთან" (3:1) გამართული მატჩის შემდეგ კრიშტიანუ რონალდუს შესახებ ისაუბრა.
გერმანელმა სპეციალისტმა გაამხილა, თუ რა უთხრა 71-ე წუთზე განხორციელებული ცვლილების შემდეგ 36 წლის პორტუგალიელს, რომელიც მოედნიდან გასვლით უკმაყოფილო დარჩა.
"ვუთხარი: "მისმინე, კრიშტიანუ, 36 წლის ასაკშიც შესანიშნავ ფორმაში ხარ, მაგრამ თუ მთავარი მწვრთნელი გახდები, ამ ყველაფერს მწვრთნელის თვალით შეხედავ".
"გადაწყვეტილებებს გუნდისა და კლუბის ინტერესებიდან გამომდინარე ვიღებ, ეს არის ჩემი დავალება და იმედი მაქვს, კრიშტიანუც ასე ფიქრობს", - ციტირებს რანგნიკის სიტყვებს BBC-ი.
შეგახსენებთ, აღნიშნული დაპირისპირება "ეშმაკუნებმა" ანგარიშით 3:1 მოიგეს, თუმცა რონალდუს არ გაუტანია.