VIDEO: წლის პირველი მატჩი - დინამო თბილისმა მე-2 ლიგის სპაერს ვერ მოუგო
2022 წლის პირველ ამხანაგურ მატჩში დინამო თბილისმა მე-2 ლიგის სპაერი საკუთარ ბაზაზე მიიღო და შეხვედრა ფრედ, 2-2 დასრულდა.
მიუხედავად იმისა, რომ კახა ცხადაძის გუნდი მე-80 წუთამდე 2-0 იგებდა, მე-3 ლიგის 2021 წლის ჩემპიონთან უპირატესობის შენარჩუნება მეკარის შეცდომების გამო მაინც ვერ შეძლეს.
საქართველოს ვიცე-ჩემპიონის შემადგენლობიდან გოლები ახალწვეულმა თორნიკე კირკიტაძემ და გიორგი გაბედავამ გაიტანეს.
სპაერთან ამხანაგურის შემდეგ დინამო თბილისი თურქეთში გაემგზავრება, სადაც 2 შეკრებას გამართავს.