გამანადგურებელი ანგარიში: საბურთალომ ამხანაგურ მატჩში მეტოქეს 11-0 მოუგო

საბურთალომ ახალი სეზონისთვის მზადების პროცეში პირველი ამხანაგური მატჩი შთმაბეჭდავად მოიგო.
ლევან კორღალიძის შეგირდები 2022 წლის პირველ ამხანაგურ შეხვედრაში მე-2 ლიგის წარმომადგენელ შევარდენს შეხვდნენ და გამანადგურებელი სხვაობით, 11-0 მოუგო, თუმცა ოფიციალურ გვერდს გატანილ გოლების ავტორთა ვინაობა არ დაუწერია.
შეგახსენებთ, რომ საბურთალო იმ ერთ-ერთ გუნდთაგანია, რომელიც 2022 წლის ზაფხულში საქართველოს სახელით ევროტურნირებზე იასპარეზებს.
2021 წელს საბურთალომ საქართველოს თასი მოიგო. ლევან კორღალიძის გუნდმა ფინალში სამგურალს 1-0 აჯობა და 2022 წლის პირველ ოფიციალურ შეხვედრას საქართველოს სუპერთასით დაიწყებს, ბათუმის დინამოს წინააღმდეგ.