ოქრიაშვილი ეგზოტიკურ ქვეყანაში? ქართველის ტრანსფერი ჩინელებს სურთ
საქართველოს ნაკრების ნახევარმცველმა თორნიკე ოქრიაშვილმა შესაძლოა კარიერა ჩინეთში გააგრძელოს.
ამის შესახებ ინფორმაციას Protathlima ავრცელებს და წერს, რომ 29 წლის შემტევის გაფორმება "შანგჟოუ ლიონს სიტის" სერბ მთავარ მწვრთნელ სვეტოჟარ შაპურიჩს სურს, რომელიც 2015-2018 წლებში აპოელის სპორტულ დირექტორად მუშაობდა.
"შანგჟოუს მთავარ მწვრთნელს ოქრიაშვილის გაფორმების დიდი სურვილი აქვს, თუმცა ეს მარტივი საქმე არაა. ქართველი ნახევარმცველისთვის ჩინეთში გადაბარგება ოჯახიდან გამომდინარე მიმზიდველი არაა. ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები და რა ფინანსურ წინადადებას შესთავაზებს კლუბი საქართველოს ნაკრების ფეხბურთელს," - წერს Protathlima.
თორნიკე ოქრიაშვილი აპოელს 2021 წლის ზაფხულში თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა და 11 მატჩში 1 გოლი გაიტანა, ამდენჯერვე კი საგოლე პასი გააკეთა.
რაც შეეხება შანგჟოუს, ჩინეთის უმაღლეს ლიგაში ასპარეზობენ და გუნდის შემადგენლობის ჯამური ღირებულება 4.68 მილიონია. 2021 წლის სეზონი კლუბმა 16-გუნდიან ჩემპიონატში მე-11 პოზიციაზე დაასრულა.