ფეხბურთელი, რომელიც დინამო თბილისს სურდა, რუსეთის ბოლოადგილოსან გუნდში გადავიდა
24 წლის სერბი ნახევარმცველი ნემანია გლავჩიჩი კარიერას რუსეთის ჩემპიონატში გააგრძელებს.
ამის შესახებ ინფორმაციას რუსული ხიმკის ოფიციალური ვებგვერდი იუწყება და წერენ, რომ მხარეებს შორის 2.5-წლიანი ხელშეკრულება გაფორმდა.
ნემანია გლავჩიჩი ის ფეხბურთელია, რომლისადმი დინამო თბილისი დიდ ინტერესს იჩენდა და ქართული გუნდი ტრანსფერის დახურვასთან ახლოსაც იყო, თუმცა რუსეთის პრემიერლიგის ბოლოადგილოსანმა გუნდმა სერბს ბევრად მსუყე პირობები შესთავაზა.
შუასასეზონო შეკრებაზე ხიმკისთან ერთად მოემზადება 32 წლის ქართველი მცველიც გია გრიგალავაც, რის შემდეგაც გადაწყდება, გააფორმებს თუ არა გუნდი გამოცდილ მცველთან ხელშეკრულებას.