ავტორიზაცია

"კაკაბაძემ გამაჩუმა, ის კრაკოვიას აღმოჩენაა!" - პოლონეთი ჟურნალისტი

"კაკაბაძემ გამაჩუმა, ის კრაკოვიას აღმოჩენაა!" - პოლონეთი ჟურნალისტი
თარიღი 18 იან 2022, 14:09

მანამ, სანამ პოლონურ ფეხბურთში პაუზაა და გუნდები შუასასეზონო შეკრებას თურქეთში გადიან, პოლონურმა გამოცემა futbolnews.pl-მ ადგილობრივ ჟურნალის მატეუშ მიგასთან ინტერვიუ გამოაქვეყნა.

პოლონელი საფეხბურთო მიმომხილველის ინტერვიუში ქართველი გულშემატკივრისთვის ციტატა იყო, რომელიც ოთარ კაკაბაძეს ეხებოდა.

"ჯერჯერობით, იაჩეკ ზიელინსკის აღმოჩენა ოთარ კაკაბაძეა, რომელიც გუნდში მიხაილ პრობიერცამ მოიყვანა. უნდა ვაღიარო, რომ მისი დებიუტის შემდეგ განადგურებული ვიყავი, საშინლად ითამაშა და ვფიქრობდი, რომ ეს ტრანსფერი უკვე განწირული იყო, მაგრამ რამდენიმეთვიანი შრომის შემდეგ ქართველმა მცველმა გამაჩუმა, თამაშის ისეთი ხარისხი აჩვენა. 

მისი გოლები რაკუვის და სლასკის წინააღმდეგ საერთოდ საოცრება იყო. იმედი მაქვს, ოთარ კაკაბაძე ასეთივე ხარისხით გააგრძელებს კრაკოვიასთვის თამაშს," - ციტირებს futbolnews.pl მატეუშ მიგას სიტყვებს.

ოთარ კაკაბაძე კრაკოვიას 2021 წლის ზაფხულში თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა. მას შემდეგ 26 წლის მარჯვენა მცველმა პოლონური გუნდის მაისურით 11-ჯერ ითამაშა და 3 გოლი გაიტანა.