ავტორიზაცია

სად ითამაშებს მარუშიჩი? სერბმა თავდამსხმელმა დინამო თბილისი დატოვა

სად ითამაშებს მარუშიჩი? სერბმა თავდამსხმელმა დინამო თბილისი დატოვა
თარიღი 19 Jan 2022, 17:15

28 წლის სერბი თავდამსხმელი ზორან მარუშიჩი კარიერას უზბეკეთის ჩემპიონატში გააგრძელებს.

ამის შესახებ ინფორმაციას Twitter-ზე ადგილობრივი ჟურნალისტი ავრცელებს და წერს, რომ ნავბაჰორსა და დინამო თბილისს შორის შეთანხმება უკვე შედგა.

ზორან მარუშიჩს დინამო თბილისთან ხელშეკრულება 2022 წლის ჩათვლით ჰქონდა, რაც იმას ნიშნავს, რომ ქართული გუნდი უზბეკებისგან გარკვეულ სატრანსფერო თანხას მიიღებს.

სერბი თავდამსხმელი 2021 წელს დინამო თბილისის საუკეთესო მეგოლე გახდა. დედაქალაქელთა მაისურით მარუშიჩმა 38-ჯერ ითამაშა, 17 გოლი გაიტანა და 8 საგოლე პასი გააკეთა.