ავტორიზაცია

"მიზეზი სწორედ ესაა" - ბორდალასმა ახსნა, რატომ არ ათამაშა მამარდაშვილი სილესენის ნაცვლად

"მიზეზი სწორედ ესაა" - ბორდალასმა ახსნა, რატომ არ ათამაშა მამარდაშვილი სილესენის ნაცვლად
თარიღი 20 Jan 2022, 18:01

ესპანური ლა ლიგის 21-ე ტურში ვალენსია საკუთარ მოედანზე სევილიას დაუპირისპირდა. შეხვედრა ფრედ, 1-1 დასრულდა.

მატჩის მე-8 წუთზე ვალენსიას პირველმა მეკარე იასპერ სილესენმა ტრავმა მიიღო და მისი შეცვლა საჭირო გახდა, თუმცა მთავარმა მწვრთნელმა ხოსე ბორდალასმა სკამზე მყოფი გიორგი მამარდაშვილი თამაშში არ ჩართო. ნიდერლანდელი ესპანელმა ხაუმე დომენეკმა შეცვალა.

"სილესენს საზარდულის პრობლემა ჰქონდა. გადავწყვიტეთ, რომ ხაუმეს ეთამაშა, რადგან მან კვირას ითამაშა და ვფიქრობთ, რომ უფრო მეტად არის სათამაშოდ მზად. თუმცა, გიორგი მამარდაშვილი ვარჯიშებზე კარგად მუშაობს," - ციტირებს ხოსე ბორდალასის სიტყვებს AS.

გიორგი მამარდაშვილი ვალენსიას 2021 წლის ზაფხულში დინამო თბილისიდან იჯარით შეუერთდა და "ღამურებში" ლა ლიგის საწყის 6 ტურშიც ითამაშა, გუნდმა 21 წლის კიპერი დეკემბერში გამოისყიდა.

ბოლოს გიორგი მამარდაშვილმა ვალენსიას მაისურით მატჩში მონაწილეობა 2021 წლის სექტემბერში, სევილიასთან(3-1) წაგებულ მატჩში მიიღო.