ავტორიზაცია

არტურმა სასურველი კლუბი უკვე შეარჩია, საბოლოო სიტყვა იუვენტუსზეა

არტურმა სასურველი კლუბი უკვე შეარჩია, საბოლოო სიტყვა იუვენტუსზეა
თარიღი 20 იან 2022, 18:34

"არსენალი" დაინტერესებულია "იუვენტუსიდან" ნახევარმცველის, არტურის შეძენით. Goal.com-ის ცნობით, ლონდონურ კლუბს 25 წლის ფეხბურთელის იჯარით აყვანა სეზონის ბოლომდე სურს.

ბრაზილიელი აგენტი, ფედერიკო პასტორელო მივიდა "არსენალის" საკლუბო ბაზაზე, რათა მოლაპარაკება მოეწყო კლუბის ტექნიკურ დირექტორთან, ედუ გასპართან.

"იუვენტუსს" ჯერ არ მიუღია გადაწყვეტილება არტურის "არსენალში გადასვლაზე", რადგან ისინი აგრძელებენ მისი შემცვლელის ძებნას. ინგლისურ კლუბს სურს, რომ ნახევარმცველის ტრანსფერი რაც შეიძლება მალე განიხილება.

კლუბი იმედოვნებს, რომ "იუვესთან" მოლაპარაკებები მალე დაიწყება. საქმე ისაა, რომ ტურინულ კლუბს უბრალოდ არ სურს გუნდის დასუსტება სეზონის ამ ეტაპზე.

ტურინული კლუბი "ლიონის" ნახევარმცველით, ბრუნო გიმარაეშით არის დაინტერესებული, თუმცა მისი ტრანსფერი ფინანსური თვალსაზრისით ძალიან რთულია.

აღსანიშნავია, რომ არტურს "არსენალში" გადასვლა სურს. მას მიაჩნია, რომ პრემიერ ლიგა მსოფლიოში საუკეთესო ლიგაა. მიმდინარე სეზონში ცენტრალურმა ნახევარმცველმა "იუვენტუსში" 14 მატჩი ჩაატარა და 1 საგოლე გადაცემა გააკეთა.