ლიპი: "დელ პიერო იუვენტუსის კაპიტანი ძალიან სახალისო ვითარებაში გახდა"
მარჩელო ლიპიმ Sky Sport-თან ინტერვიუში გააზიარა ამბავი, რომელიც დაკავშირებულია ტურინის "იუვენტუსის" ლეგენდარულ კაპიტანთან, ალესანდრო დელ პიეროსთან.
"ერთხელ, იმისთვის, რომ გადამეწყვიტა ვის გადაეცემოდა კაპიტნის სამკლაური, გასახდელში ჩავატარე რეფერენდუმი და ვთხოვე თითოეულ ჩემს ბიჭს დაეწერა იუვენტუსის შესაფერისი კაპიტნის სახელი.
25-დან 22 ბარათზე ალექსის სახელი ეწერა. იმ მომენტში კარზე კაკუნი გავიგე, გავაღე და ჯანი ანიელი იყო. ის ყველას მიესალმა მან და თქვა: ძვირფასო მარჩელო, ვიცი, რომ თქვენ უკვე გადაწყვიტეთ ვინ იქნება შემდეგი კაპიტანი.
მინდა გითხრათ, რომ ეს არ იქნება საჭირო, რადგან ალესანდრო დელ პიერო იქნება ახალი კაპიტანი. გავუღიმე და ვუპასუხე: ანიელი, ნახე რა სახელს ვწერ დაფაზე, ცარცი ავიღე და დელ პიერო დავწერე.
ამ დროს ალექსი ჩაეხუტა ყველას, მიუბრუნდა ადვოკატს და ძალიან თავდაჯერებულად უთხრა: ვიცი, როგორ პატივს მცემ, გპირდები, რომ ამ გუნდს პატივისცემით ვუხელმძღვანელებ, სანამ შენ გინდა.
ანიელიმ გაუღიმა და სუსტი ხმით უპასუხა: შვილო, შენ კიდევ მრავალი წელი უხელმძღვანელებ ამ გუნდს. მჯერა, როცა ამას შეწყვეტ, მე აღარ ვიქნები, მაგრამ იცოდე, რომ ყოველთვის გიყურებ", - თქვა ჯანიმ.