ავტორიზაცია

"ჭიკაძემ ჩემს მიმართ გამოხატა უპატივცემულობა, რის გამოც ის დაისაჯა", - კატარი

"ჭიკაძემ ჩემს მიმართ გამოხატა უპატივცემულობა, რის გამოც ის დაისაჯა", - კატარი
თარიღი 20 იან 2022, 19:46

UFC-ის მებრძოლმა, კელვინ კატარმა გიგა ჭიკაძესთან გამართული ბრძოლის შესახებ ისაუბრა. შეგახსენებთ, რომ ამერიკელმა ქართველი მსაჯების გადაწყვეტილებით დაამარცხა.

"ჭიკაძე ისე იქცეოდა, თითქოს არ იმჩნევდა, ჩემთან ბრძოლა რომ ჰქონდა გასამართი. ჩემი აზრით, ის ფაქტი, რომ ვოლკანოვსკიზე იყო ფოკუსირებული და არა ჩემთან ჩხუბზე, უპატივცემულობაა.

ამის გამო შესაძლოა დაისაჯო და მას სწორედ ასე მოუვიდა. როცა ჩემი მოწინააღმდეგე არა ჩემზე, არამედ მომდევნო ბრძოლაზე ფიქრობს, მინდა, რომ მას ეს ძვირად დაუჯდეს.

გასულ უიკენდზე სწორედ ეს გავაკეთე. რაც შეეხება ბრძოლის შემდეგ ნათქვამ ფრაზას, რომ 10-დან 9-ჯერ დამამარცხებდა, სიმართლე გითხრათ, მგონია, რომ გიგა ინტერვიუებისას სხვა ადამიანია, პირადად საუბრისას კი საერთოდ სხვა.

როგორც ჩემპიონმა თქვა, როცა ასეთ განცხადებებს აკეთებ და შემდეგ მარცხდები, ყველაფრისთვის მზად უნდა იყო. მათ შორის შენზე წამოსული კომენტარებისთვისაც", - განაცხადა "ბოსტონელმა ფინიშერმა".