ავტორიზაცია

რანგნიკი: "ფერნანდეშმა უნდა ისწავლოს ათიანის გარდა, სხვა პოზიციებზე თამაშიც"

რანგნიკი: "ფერნანდეშმა უნდა ისწავლოს ათიანის გარდა, სხვა პოზიციებზე თამაშიც"
თარიღი 20 იან 2022, 20:27

"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარმა მწვრთნელმა, რალფ რანგნიკმა თავისი გუნდის შემტევი ნახევარმცველის, ბრუნო ფერნანდეშის შესახებ საინტერესო განცხადება გააკეთა:

"ვფიქრობ, ევროპისა და ინგლისის საუკეთესო გუნდების უმეტესობა თამაშობს 4-3-3 ტაქტიკით. ვფიქრობ, ბრუნო ფერნანდეშისთვის უკეთესია მე-10 ნომრის პოზიციის საზღვრებს გაცდენა.

მას შეუძლია საკუთარი თავის დამტკიცება მოედნის სხვადასხვა ნაწილებშიც და არა მხოლოდ ცენტრში. ჩემთვის ის არ არის ფლანგის მოთამაშე, მაგრამ ვფიქრობ, ამ პოზიციაზე მას შეუძლია თავისუფალი ზონების პოვნა.

ამის გარდა, შანსების შექმნაც, ბურთი უნდა მივცეთ და ეს რვიანის პოზიცია თითქმის იდეალურია მისთვის", - განაცხადა რანგნიკმა პორტუგალიელი გამთამაშებლის შესახებ.