VIDEO: გამარჯვება ულამაზესი გოლით - ბათუმის დინამომ წლის პირველ მატჩში ლეხ პოზნანს მოუგო
შუასასეზონო შეკრების ფარგლებში თურქეთში პოლონური ლეხ პოზნანი ამხანაგურ მატჩში ბათუმის დინამოს დაუპირისპირდა და 1-2 დამარცხდა.
ანგარიში მე-14 წუთზე პოლონელებმა გახსნეს პენალტიდან. მალევე, 26-ე წუთზე პოზნანელებმა მეორე თერთმეტმეტრიანი ვერ გაიტანეს, მიხეილ ალავიძემ კრის ველდეს აჯობა.
პირველი ტაიმის ბოლოს გრიგოლ ჩაბრაძემ ბათუმელთათვის პენალტი მოიპოვა, რომელიც ვლადიმერ მამუჩაშვილმა გოლად აქცია.
შეხვედრის საბოლოო ანგარიში 59-ე წუთზე თორნიკე გაფრინდაშვილმა ულამაზესი დარტყმით დააფიქსირა.
ბათუმის დინამო მომდევნო ამხანაგურ მატჩს 23 იანვარს გდანსკის ლეხიას წინააღმდეგ გამართავს.