ავტორიზაცია

რანგნიკმა მანჩესტერის ნახევარმცველი გამოარჩია: "გუნდის ნამდვილი ლიდერია"

რანგნიკმა მანჩესტერის ნახევარმცველი გამოარჩია: "გუნდის ნამდვილი ლიდერია"
თარიღი 20 იან 2022, 21:51

სკოტ მაქტომინეი "მანჩესტერ იუნაიტედში" ერთ-ერთი საუკეთესო იყო "ბრენტფორდთან" (3-1) მატჩში. რალფ რანგნიკმა აღიარა მისი წვლილი და განუცხადა MUTV-ს:

"ჩვენ მეორე ნომრად ვიყავით თამაშის ყველა ასპექტში პირველ ტაიმში. მეორე ტაიმში სკოტი იყო სამაგალითო, ნამდვილი ლიდერი, ის თამაშობდა ავტორიტეტით, როცა ეს ყველაზე მეტად გვჭირდებოდა.

ამან დადებითად იმოქმედა ნახევარდაცვის ყველა მოთამაშეზე. მეორე ტაიმში გვქონდა კონტრშეტევის შანსები და ვიცოდით, რომ შეგვეძლო ოპონენტების კართან სისწრაფითა და ტემპით თამაში.

ამის გარდა, მათი მცველების უკან დატოვება და ერთი-ერთზე თამაში. სკოტმა მოიგო თითქმის ყველა ბრძოლა მეორე ტაიმში და თან შეგვეძლო ოთხი ან ხუთი გოლის გატანა", - განაცხადა რანგნიკმა.

მაქტომინეი როგორც ჩანს ტრავმირებული იყო და ის შეცვალეს, თუმცა, რანგნიკმა დაადასტურა, რომ სანერვიულო არაფერია და ნახევარმცველი მზად იქნება შაბათს "ვესტ ჰემთან" შეხვედრისთვის.