ავტორიზაცია

დიბალას "ძველი ნაცნობების" სახით პრემიერ ლიგაში მსურველი ჰყავს

დიბალას "ძველი ნაცნობების" სახით პრემიერ ლიგაში მსურველი ჰყავს
თარიღი 20 იან 2022, 22:00

სეზონის ბოლოს ტურინის "იუვენტუსის" თავდამსხმელის, პაულო დიბალას უფასოდ მიღების შესაძლებლობა მაცდურია ევროპის თითქმის ყველა ტოპ კლუბისთვის.

სინამდვილეში, Daily Express-ის ცნობით, "ტოტენჰემის" ინტერესი "იუვენტუსის" 10 ნომრის მიმართ არის ფაბიო პარატიჩისა და ანტონიო კონტეს ინიციატივა, რომლებსაც დიბალას პრემიერ ლიგაში ნახვის სურვილი აქვთ.

ლონდონური კლუბი ამზადებს შემოთავაზებას, რომელსაც წარუდგენს ფეხბურთელის გარემოცვას, თუ "ბიანკონერისთან" კონტრაქტის გახანგრძლივებაზე მოლაპარაკებები ჩაიშლება.

დიბალა თავის მხრივ უკვე ინტერესდება "ინტერში" შესაძლო ტრანსფერით, რომელსაც "იუვენტუსის" ყოფილი აღმასრულებელი დირექტორი, ბეპე მაროტა ხელმძღვანელობს.

ერთადერთი, რაც ნათელია, არის ის, რომ თუ "იუვენტუსს" ნამდვილად სურს არგენტინელ ვარსკვლავს კონტრაქტის განახლება, მაშინ ოპერატიული რეაგირებაა საჭირო.