"აი, რატომ არის სუპერვარსკვლავი", - რეინჯერსის ლეგენდა რონალდუს საქციელს გამოეხმაურა
"რეინჯერსის" ყოფილმა ფეხბურთელმა და მწვრთნელმა, ალი მაკოისტმა "მანჩესტერ იუნაიტედის" თავდამსხმელის, კრიშტიანუ რონალდუს საქციელზე კომენტარი გააკეთა.
მოგეხსენებათ, 36 წლის პორტუგალიელი პრემიერ ლიგის მე-17 ტურში "ბრენტფორდთან" (3:1) მოგებული მატჩის 71-ე წუთზე შეცვალეს, რითაც იმედგაცრუებული დარჩა და უკმაყოფილება ღიად გამოხატა.
"არ ვიცი, თქვენ რას ფიქრობთ, მაგრამ მე არანაირი პრობლემა არ მაქვს იმასთან, რომ რონალდუ ბრაზდება, როცა ცვლიან", - ციტირებს შოტლანდიელის სიტყვებს Mirror-ი.
"შეცვლის შემდეგ რომ გაეცინა, ეხუმრა, მისალმებები დაეწყო, ვიტყოდით: "შეხედეთ, მისთვის სულერთია".
"მისმინეთ, სწორედ ამიტომ არის სუპერვარსკვლავი - საუკეთესოა და სურს საუკეთესო იყოს", - დასძინა მაკოისტმა.