ავტორიზაცია

იუვენტუსი მზადაა დე ლიგტი გაყიდოს და ფასიც დაადო — რაიოლამ ჰოლანდიელს ახალი კლუბი უკვე შეურჩია?

იუვენტუსი მზადაა დე ლიგტი გაყიდოს და ფასიც დაადო — რაიოლამ ჰოლანდიელს ახალი კლუბი უკვე შეურჩია?
თარიღი 21 იან 2022, 00:35

"იუვენტუსმა" დაასახელა თანხა, რომლის სანაცვლოდაც მზად არის ცენტრალური მცველი, მატეის დე ლიგტი გაყიდოს.

როგორც გავლენიანი გამოცემა Goal.com-ი იტყობინება, იტალიური La Repubblica-ს ინფორმაციაზე დაყრდნობით, ტურინელები 22 წლის ჰოლანდიელს 65 მილიონ ევროდ შეელევიან.

გავრცელებული ცნობით, დე ლიგტის აგენტს, მინო რაიოლას თავისი კლიენტის ხილვა "ბარსელონაში" უნდა და უკვე მუშაობს კიდეც. თავის მხრივ, კატალონიური გრანდიც დაინტერესებულია მატეისის გადაბირებით.

ამასთანავე, "ბებერი ქალბატონის" უკანახაზელისადმი ყურადღებას "ჩელსი" და "ბაიერნიც" იჩენენ.

მიმდინარე სეზონში დე ლიგტმა ყველა ტურნირზე ერთად "იუვეს" მაისურით 23 მატჩი ჩაატარა და ერთი გოლი გაიტანა.