ავტორიზაცია

"ადაპტაციისთვის დრო სჭირდება", - პარი სენ ჟერმენიდან განათხოვრებული ფეხბურთელი მესის შესახებ

"ადაპტაციისთვის დრო სჭირდება", - პარი სენ ჟერმენიდან განათხოვრებული ფეხბურთელი მესის შესახებ
თარიღი 21 იან 2022, 11:43

"პსჟ"-ს შემტევმა ნახევარმცველმა, პაბლო სარაბიამ, რომელიც ამჟამად იჯარით "სპორტინგში" ირიცხება, პარიზელთა თავდამსხმელ ლიონელ მესის შესახებ ისაუბრა.

– "პსჟ"-ში მესის შეხვდით. რისი თქმა შეგიძლიათ მასზე?

"მასთან ბევრი არ მისაუბრია, მაგრამ თავიდანვე ძალიან კარგად მექცეოდა".

"სპორტში ნებისმიერ ფეხბურთელს სჭირდება დრო ადაპტაციისთვის. ახლა მესი ეგუება ახალ გარემოს, მაგრამ დარწმუნებული ვარ, გვაჩვენებს, რომ დიდი ფეხბურთელია", - ციტირებს სარაბიას სიტყვებს Marca.

მიმდინარე სეზონში 34 წლის არგენტინელმა ყველა ტურნირზე ერთად "პსჟ"-ს მაისურით 26 მატჩი ჩაატარა, 8 გოლი გაიტანა და 6 შედეგიანი გადაცემა გააკეთა.