ავტორიზაცია

ჯერ მხოლოდ ერთია მზად — როდის ვიხილავთ მესი-ნეიმარი-მბაპეს ტრიოს მოედანზე?

ჯერ მხოლოდ ერთია მზად — როდის ვიხილავთ მესი-ნეიმარი-მბაპეს ტრიოს მოედანზე?
თარიღი 21 იან 2022, 11:54

დიდი ალბათობით, "პსჟ"-ს თავდამსხმელი, ლიონელ მესი ლიგა 1-ის 22-ე ტურში "რეიმსთან" 23 იანვარს გასამართ მატჩში მონაწილეობას მიიღებს.

როგორც გავლენიანი ფრანგული გამოცემა L’Équipe წერს, არგენტინელი გუნდთან ერთად მუშაობს და თავს კარგად გრძნობს.

სავარაუდოდ, 34 წლის სუპერვარსკვლავს "რეიმსთან" შეხვედრაში მინდორზე ვიხილავთ. ოთხშაბათს მან თანაგუნდელებთან ერთად ივარჯიშა, შემდეგ კი ინდივიდუალურად.

რაც შეეხება კილიან მბაპეს, რომელიც "ბრესტთან" (2:0) შეხვედრაში დაშავდა, მისი თამაში საეჭვოა. არც სამშაბათს უვარჯიშია და არც ოთხშაბათს. კილიანი დღეს კიდევ ერთ შემოწმებას გაივლის. მიუხედავად იმისა, რომ 23 წლის ფრანგს ყველა მატჩში სურს მონაწილეობის მიღება, პარიზელთა სამწვრთნელო შტაბმა იგი შესაძლოა დაასვენოს.

ნეიმარი კი კვლავ ინდივიდუალური პროგრამით მუშაობს. მოგეხსენებათ, იგი ნოემბრის ბოლოს დაშავდა და მოედანზე იანვრის ბოლოს ან თებერვლის დასაწყისში უნდა დაბრუნდეს. მისი მიზანი ჩემპიონთა ლიგაზე "რეალთან" 15 თებერვალს გასამართ პირველ 1/8 ფინალურ მატჩში თამაშია.

"ადაპტაციისთვის დრო სჭირდება", - პსჟ-დან განათხოვრებული ფეხბურთელი მესის შესახებ