ავტორიზაცია

არტურს წასვლა უნდა და სასურველი კლუბიც შეარჩია, იუვენტუსმა შემცვლელს მიაგნო

არტურს წასვლა უნდა და სასურველი კლუბიც შეარჩია, იუვენტუსმა შემცვლელს მიაგნო
თარიღი 21 იან 2022, 12:20

ტურინის "იუვენტუსი" და ლონდონის "არსენალი" ნახევარმცველ არტურ მელოს ტრანსფერზე მოლაპარაკებებს აწარმოებენ.

ასე და ამგვარად, როგორც იტალიურ მედიაში იწერება, ტურინული გრანდი მზად არის ბრაზილიელი ორწლიანი იჯარით გაუშვას, შემდგომი შესყიდვის უფლებით.

25 წლის სამხრეთამერიკელს "ბიანკონერისთან" მოქმედი კონტრაქტის ვადა 2025 წელს ეწურება, იგი წლიურად ხელფასის სახით 5 მილიონ ევროს გამოიმუშავებს.

აქამდე გავრცელებული ცნობით, "იუვე" არტურს იქამდე არ გაუშვებს, სანამ მის შემცვლელს არ იპოვის.

ერთ-ერთ ვარიანტად ტურინელები "გლადბახის" ნახევარმცველ დენის ზაქარიას განიხილავენ, რომელიც ზაფხულში თავისუფალი აგენტი ხდება. შვეიცარიელისადმი ინტერესს "ბაიერნიც" იჩენს.

ცნობისთვის, მიმდინარე სეზონში არტურმა "იუვენტუსის" მაისურით ყველა ტურნირზე ერთად 14 მატჩი ჩაატარა და ერთი შედეგიანი გადაცემა გააკეთა.