ავტორიზაცია

"ძალიან გახარებული ვარ მათ გამო", - ბრწყინვალე ქამბექის შემდეგ, ანჩელოტიმ ორი შეგირდი გამოარჩია

"ძალიან გახარებული ვარ მათ გამო", - ბრწყინვალე ქამბექის შემდეგ, ანჩელოტიმ ორი შეგირდი გამოარჩია
თარიღი 21 იან 2022, 13:01

"რეალის" მთავარმა მწვრთნელმა, კარლო ანჩელოტიმ ესპანეთის თასის 1/8 ფინალში "ელჩესთან" (2:1, დ.დ) მოგებული მატჩის შემდეგ განცხადება გააკეთა.

"ძალიან გახარებული ვარ, ვფიქრობ, სწორედ ასეთი მატჩები მახარებს ყველაზე მეტად", - ციტირებს იტალიელი სპეციალისტის სიტყვებს Marca.

"ამ გუნდს აქვს ხასიათი და სიმტკიცე, არასოდეს ნებდება. ეს იყო საუკეთესო რამ, რაც ამ შეხვედრაში მოხდა".

"ძალიან რთული მატჩი გამოდგა, მაგრამ მინდა გუნდისა და ფეხბურთელების ხასიათი აღვნიშნო".

"გუნდმა გაშვებულ გოლზე კარგი რეაგირება მოახდინა, ძალიან გახარებული ვარ ისკოსა და აზარის გამო, რომლებიც არცთუ ისე ხშირად თამაშობენ. დღეს მინდორზე გავიდნენ და გაიტანეს კიდეც, ვხვდებოდით, რომ მატჩი შეიძლებოდა გაწელილიყო", - დასძინა ანჩელოტიმ.