პარედესის უარი — პსჟ-სა და ტოტენჰემს ბარტერი ჩაეშალათ, თუმცა მოლაპარაკებები გრძელდება

"პარი სენ ჟერმენი" ლონდონის "ტოტენჰემთან" ნახევარმცველ ტანგი ნდომბელეს თაობაზე აწარმოებს მოლაპარაკებებს.
როგორც RMC Sport-ი იტყობინება, პარიზელებს "დეზების" ფეხბურთელის გადაბირება იჯარით სურთ. შესაძლებელი იყო გაცვლაც.
"ტოტენჰემის" ერთადერთი მტკიცე მოთხოვნაა, რომ "პსჟ"-მ ნდომბელეს ხელფასი სრულად დაფაროს, იგი კვირასი 200 ათას ფუნტს გამოიმუშავებს.
"დეზები" ტანგის ნახევარმცველ ლეანდო პარედესში გაცვლით იყვნენ დაინტერესებულები, მაგრამ არგენტინელმა უარი განაცხადა.
აღინიშნება, რომ თავად ნდომბელეს "პსჟ"-ში გადასვლა უნდა. კლუბები მოლაპარაკებებს აგრძელებენ, გარიგება ჯერ არ დახურულა.
მიმდინარე სეზონში 25 წლის ფრანგმა "ტოტენჰემის" რიგებში ყველა ტურნირზე ერთად 16 მატჩი ჩაატარა და ორი გოლი გაიტანა.