ავტორიზაცია

ტოტენჰემში ლორისის მომავალი 99%-ით გარკვეულია — ფაბრიციო რომანო

ტოტენჰემში ლორისის მომავალი 99%-ით გარკვეულია — ფაბრიციო რომანო
თარიღი 21 იან 2022, 13:17

"ტოტენჰემის" გოლკიპერი, უგო ლორისი ლონდონური კლუბის რიგებში ასპარეზობას გააგრძელებს, წერს ფაბრიციო რომანო.

როგორც გავლენიანი ჟურნალისტი იტყობინება, 35 წლის ფრანგი ინგლისურ კლუბს კონტრაქტის 2024 წლამდე გახანგრძლივებაზე შეუთანხმდა და მალე ყველა საჭირო დოკუმენტსაც მოაწერს ხელს.

აღსანიშნავია, რომ მხარეებს შორის მოქმედი ხელშეკრულების ვადა მიმდინარე სეზონის ბოლომდეა გათვლილი.

გავრცელებული ცნობით, "ტოტენჰემის" მთავარ მწვრთნელს, ანტონიო კონტეს ძალიან უნდოდა გამოცდილი კარის დარაჯის შენარჩუნება.

მიმდინარე სეზონში ლორისმა ყველა ტურნირზე ერთად "დეზების" რიგებში 22 მატჩი ჩაატარა, 27 გოლი გაუშვა და კარი მშრალად 9-ჯერ შეინახა.