ავტორიზაცია

მინო რაიოლა უკვე რამდენიმე კვირაა კლინიკაში წევს და ამჟამად რეანიმაციაშია

მინო რაიოლა უკვე რამდენიმე კვირაა კლინიკაში წევს და ამჟამად რეანიმაციაშია
თარიღი 21 იან 2022, 14:01

ყველასათვის კარგად ნაცნობ საფეხბურთო აგენტს, მინო რაიოლას ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები შეექმნა.

როგორც გავლენიანი გერმანული გამოცემა Bild-ი წერს, 54 წლის იტალიელი უკვე რამდენიმე კვირაა ფილტვების დაავადების გამო მილანის კლინიკა "სან რაფაელეში" იმყოფება. 

გავრცელებული ინფორმაცით, რაიოლა რეანიმაციაშია, მაგრამ შედარებით უკეთესადაა.

გასულ კვირაში რაიოლას სააგენტოს სპიკერმა თქვა, რომ საგანგაშო არაფერია: "რუტინულ სამედიცინო შემოწმებას გადის, რომელიც ანესთეზიას საჭიროებს. ყველაფერი დაგეგმილი იყო და არანაირი გადაუდებელი ოპერაცია არ ყოფილა".

მოგეხსენებათ, რაიოლა ისეთი ფეხბურთელების აგენტია, როგორებიც ერლინგ ჰოლანდი, ზლატან იბრაჰიმოვიჩი, პოლ პოგბა, ჯანლუიჯი დონარუმა და სხვები არიან.