ავტორიზაცია

ხავი ბარსელონას შესახებ: "არ მომწონს სიტყვა "ჩაფლავება", ბოლომდე ვიომებთ"

ხავი ბარსელონას შესახებ: "არ მომწონს სიტყვა "ჩაფლავება", ბოლომდე ვიომებთ"
თარიღი 21 იან 2022, 14:07

"ბარსელონას" მთავარმა მწვრთნელმა, ხავიმ ესპანეთის თასის 1/8 ფინალში "ბილბაოსთან" (2:3, დ.დ) განცდილი მარცხის შესახებ ისაუბრა.

"ორი დაკარგული ტიტული - ორი მძიმე დარტყმა. ბრძოლა უნდა განვაგრძოთ, სხვა გამოსავალი არ გვაქვს", - ციტირებს სპეციალისტის სიტყვებს Mundo Deportivo.

გარდა ამისა, პრესკონფერენციაზე ხავის ჰკითხეს, თუ რას ფიქრობს "ბარსელონას" ჩაფლავებაზე.

"ეს სიტყვა არ მომწონს. თუ ეს ასეც არის, მაშინ ჩვენთვის გაკვეთილი იქნება".

"კიდევ ორი ომი დაგვრჩა და ბოლომდე ვიბრძოლებთ: ლა ლიგა და ევროპა ლიგა", - დასძინა "ლურჯ-ბროწეულისფერთა" თავკაცმა.