ავტორიზაცია

მან იუნაიტედი ჰოლანდისთვის აღარ იბრძოლებს, ნორვეგიელის შეძენის ფავორიტი გამოიკვეთა

მან იუნაიტედი ჰოლანდისთვის აღარ იბრძოლებს, ნორვეგიელის შეძენის ფავორიტი გამოიკვეთა
თარიღი 21 იან 2022, 14:49

„მანჩესტერ იუნაიტედი“ დორტმუნდის „ბორუსიას“ შემტევის, ერლინგ ჰოლანდისთვის ბრძოლას გამოეთიშა.

ESPN-ს ინფორმაციით, კლუბი შეტევის გაძლიერების ალტერნატიულ ვარიანტებს მოიძიებს მას შემდეგ, რაც შეიტყო, რომ თავად ჰოლანდს მადრიდის „რეალში“ გადასვლა სურს.

„ემიუ“ ფიქრობს, რომ ფეხბურთელს მათ გუნდში გადასვლაზე ვერ დაიყოლიებენ. ამრიგად, ჰოლანდისთვის ბრძოლაში ფავორიტად მადრიდის „რეალი“ გვესახება, რომელსაც სერიოზულ კონკურენციას „მენჩესტერ სიტი“ გაუწევს.

დიდი ალბათობით, ნორვეგიელი თავდამსხმელი „სიგნალ იდუნა პარკზე“ თავის ბოლო სეზონს ატარებს, რადგან მას კონტრაქტში გამოსასყიდი თანხა უწერია 75 მლნ ევროს სახით და ფეხბურთელით ბევრი გრანდი ინტერესდება.

თუმცა, „დორტმუნდი“ არ ნებდება და ჰოლანდს ახალ კონტრაქტს სთავაზობს გაუმჯობესებული პირობებით, რათა ის ერთი სეზონით მაინც დაიტოვოს.