ავტორიზაცია

"ამის თქმაც კი სისულელეა", - დორტმუნდის თავმჯდომარემ ჰოლანდის სიტყვებს უპასუხა

"ამის თქმაც კი სისულელეა", - დორტმუნდის თავმჯდომარემ ჰოლანდის სიტყვებს უპასუხა
თარიღი 19 იან 2022, 14:41

„დორტმუნდის“ დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარემ, ჰანს-იოაჰიმ ვაცკემ ისაუბრა ერლინგ ჰოლანდის სიტყვებზე, თითქოს კლუბმა მას მომავლის საკითხში ულტიმატუმი წაუყენა.

„სრული სისულელეა იმის თქმა, რომ „ბორუსიამ“ ჰოლანდს წაუყენა ან მომავალში წაუყენებს ულტიმატუმს. მისი მომავლის გადაჭრის საბოლოო ვადა არ არსებობს.“ - აღნიშნა ვაცკემ.

ასევე ფუნქციონერმა დაამატა, რომ თუ ნორვეგიელი წავა, კლუბს მისი შემცვლელის ძიება მოუწევს, როგორც ეს თავის დროზე რობერტ ლევანდოვსკის შემთხვევაში იყო, რომელიც „ბაიერნში“ გადავიდა.

მიმდინარე სეზონში 21 წლის ჰოლანდმა ბუნდესლიგის 13 მატჩში 15 გოლი და 5 საგოლე გადაცემა მიითვალა.

ერთ-ერთი მატჩის შემდეგ მან ინტერვიუში ღიად თქვა, რომ კლუბი მასზე ზეწოლას ახდენს, რომ თავის მომავალზე გადაწყვეტილება რაც შეიძლება მალე მიიღოს.