ავტორიზაცია

მარსელინო: "ეს ღამე არასდროს არ დამავიწყდება"

მარსელინო: "ეს ღამე არასდროს არ დამავიწყდება"
თარიღი 21 იან 2022, 15:27

„ატლეტიკ ბილბაოს“ მთავარმა მწვრთნელმა, მარსელინო ტორალმა „ბარსელონასთან“ მოპოვებული სათასო გამარჯვება (3:2, დ.დ.) შეაფასა.

„ჯერ კიდევ შესვენებამდე ვიმსახურებდით წინ ყოფნას, თანაც ერთზე მეტი ბურთთ. „ბარსელონამ“ მეორედ ანგარიში მოულოდნელად გაათანაბრა, მეორე ნახევრის დამატებით დროში, მაგრამ ჩვენ სურვილი და ხასიათი გამოვავლინეთ და გამარჯვება დავიმსახურეთ.

ეს ღამე არასდროს არ დამავიწყდება, ის განსაკუთრებული იყო.“ - ციტირებს მარსელინოს სიტყვებს Marca.

შეგახსენებთ, რომ „სან-მამესზე“ გამართული შეხვედრა „ბილბაომ“ 3:2 მოიგო და ტურნირიდან მოქმედი ჩემპიონი გამოთიშა, რითაც შარშანდელ ფინალზე შური იძია - გასულ სეზონში „ბარსამ“ გადამწყვეტ მატჩში სწორედ „ატლეტიკს“ მოუგო 4:0.