ავტორიზაცია

"გულწრფელი უნდა ვიყო, შოკირებული ვიყავი", - ჯერარდმა ბენიტესზე ისაუბრა

"გულწრფელი უნდა ვიყო, შოკირებული ვიყავი", - ჯერარდმა ბენიტესზე ისაუბრა
თარიღი 21 იან 2022, 15:45

„ასტონ ვილას“ მთავარმა მწვრთნელმა და „ლივერპულის“ ექს-კაპიტანმა, სტივენ ჯერარდმა, რაფაელ ბენიტესის „ევერტონიდან“ გაშვებაზე ისაუბრა.

ჯერარდი და ბენიტესი ერთად „ლივერპულში“ იმყოფებოდნენ, როცა გუნდმა 2005 წელს ჩემპიონთა ლიგის მოგება მოახერხა.

„რაფას გამო განაწყენებული ვარ, იმიტომ რომ მასთან შესანიშნავი ურთიერთობა მაქვს და მის მიმართ დიდი პატივისცემა გამაჩნია.

თუმცა გულწრფელი უნდა ვიყო, ვფიქრობ ეს უცნაური დანიშვნა იყო. გაკვირვებული და შოკირებული ვიყავი, რომ რაფა „ევერტონში“ დანიშვნას დათანხმდა. „ლივერპულში“ მისი მემკვიდრეობის გათვალისწინებით, ჩემთვის ეს სურპრიზი იყო.

აშკარაა, რომ რაღაც მიზეზებით მას „ევერტონში“ არ წაუვიდა. კლუბის შიდა სამზარეულო უნდა იცოდე, რომ გაიგო რატომ, მაგრამ ეს მე ნამდვილად არ მეხება.“ - ციტირებს სტივი ჯის სიტყვებს Sky Sports.

რაფაელ ბენიტესმა „ლურჯი მერსისაიდის" გუნდი 2021 წლის ივლისში ჩაიბარა და გუნდიდან ცუდი შედეგების გამო 16 იანვარს გაათავისუფლეს.