ავტორიზაცია

იუვენტუსი ვლაჰოვიჩის სანაცვლოდ 35 მილიონ ევროსა და ფეხბურთელს ჩამოდის

იუვენტუსი ვლაჰოვიჩის სანაცვლოდ 35 მილიონ ევროსა და ფეხბურთელს ჩამოდის
თარიღი 22 იან 2022, 10:35

ტურინის "იუვენტუსის" ხელმძღვანელობას "ფიორენტინას" თავდამსხმელის, დუშან ვლაჰოვიჩის ხელში ჩაგდება უნდა.

როგორც იტალიურ მედიაში იწერება, "ბებერი ქალბატონი" 21 წლის სერბში "იებს" 35 მილიონ ევროსა და შემტევ ნახევარცველ დეიან კულუშევსკის სთავაზობს.

ამ დროისთვის უცნობია, დააკმაყოფილებს თუ არა ეს წინადადება "ფიორენტინას".

აქამდე გავრცელებული ცნობით, ლონდონის "არსენალი" ვლაჰოვიჩში 68 მილიონს იხდის და თავად ფეხბურთელს წლიურად 18-მილიონიან ხელფასს ჰპირდება.

მიმდინარე სეზონში ახალგაზრდა ფორვარდმა ყველა ტურნირზე ერთად 24 მატჩი ჩაატარა, 20 გოლი გაიტანა და 4 შედეგიანი პასიც გააკეთა.