ავტორიზაცია

მანჩესტერ იუნაიტედის ორი ფეხბურთელი, რომელსაც კლუბიდან წასვლა ამ ზამთარსვე უნდა

მანჩესტერ იუნაიტედის ორი ფეხბურთელი, რომელსაც კლუბიდან წასვლა ამ ზამთარსვე უნდა
თარიღი 22 იან 2022, 11:02

"მანჩესტერ იუნაიტედის" მცველს, ერიკ ბაილისა და თავდამსხმელ ანტონი მარსიალს კლუბის დატოვება იანვარშივე უნდათ.

ორივე ფეხბურთელს სამუშაო ადგილის შეცვლა მეტი სათამაშო პრაქტიკის მისაღებად სურს.

27 წლის კოტდ'ივუარელი და 26 წლის ფრანგი შეწუხებულები არიან იმის გამო, რომ შესაძლოა ტრანსფერები არ შედგეს.

როგორც გავლენიანი გამოცემა ESPN-ი იტყობინება, "ემიუ" პირველი გუნდის ფეხბურთელების თაობაზე მხოლოდ იჯარის ვარიანტებს განიხილავს, მაგრამ მის მიერ წამოყენებულ პირობებს ჯერჯერობით არავინ თანხმდება.

მარსიალზე უარი აქამდე "სევილიამ" თქვა. "იუვენტუსი" კი "ემიუსგან" მოთხოვნების შემცირებას ითხოვს.

თავის მხრივ, ბაილის ნახევარწლიანი იჯარით დამატების სურვილი "მილანმა" გამოთქვა, მაგრამ იტალიურ კლუბს "ემიუს" პირობების დაკმაყოფილების შესაძლებლობა არ აქვს.

გარდა ამისა, მანიკუნიანელთა მთავარ მწვრთნელს, რალფ რანგნიკს სეზონის ბოლომდე შემადგენლობის დიდი ნაწილის შენარჩუნება უნდა.

ბაილიმ პრემიერ ლიგის მიმდინარე გათამაშებაში სულ 4 მატჩი ჩაატარა, მარსიალმა 7 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და ერთი გოლი შეაგდო.