ავტორიზაცია

"პრიმადონა" და "გადაფასებული ტალანტები", - ინგლისური პრესა მანჩესტერში არსებულ განხეთქილებაზე წერს

"პრიმადონა" და "გადაფასებული ტალანტები", - ინგლისური პრესა მანჩესტერში არსებულ განხეთქილებაზე წერს
თარიღი 21 იან 2022, 23:01

"მანჩესტერ იუნაიტედის" ფეხბურთელების უმეტესობა დიდად არ გაახარა ინტერვიუმ, რომელშიც კრიშტიანუ რონალდუმ ახალგაზრდა ფეხბურთელების მენტალიტეტზე ისაუბრა.

"გამოცდილ მოთამაშეებს, მათ, ვინც უფროსები არიან, ყოველთვის შეუძლიათ ახალგაზრდა ფეხბურთელების დახმარება. მართალია, არის ნიუანსი, მაგალითად: რჩევას ვაძლევ, მაგრამ თუ ვერ გამოიყენე, გაგიჭირდება.

შეგიძლიათ ადამიანთან მთელი დღე ისაუბროთ. თუ მას ეს არ აქვს შიგნით, მაშინ შეუძლებელია რაღაცის შეცვლა. მახსოვს, 18, 19, 20 წლის ვიყავი, რამდენიმე უფროსი ფეხბურთელი მელაპარაკებოდა.

თანამედროვე ახალგაზრდები არ იღებენ კრიტიკას. ამას ვამბობ არა ჩვენს ფეხბურთელებთან მიმართებაში, არამედ ზოგადად. შვილები მყავს, დამიჯერეთ ვიცი, რასაც ვამბობ.

ხანდახან როცა ცოტა უფრო მკაცრი ხარ, პირიქით აკეთებენ. საუბარში სწორი ბალანსი უნდა იპოვო", - თქვა რონალდუმ თავის უკანასკნელ ინტერვიუში ახალგაზრდების შესახებ.

ცოტა მოგვიანებით გაჩნდა ინფორმაცია, რომ კრიშტიანუ უკმაყოფილო იყო "იუნაიტედის" ფეხბურთელებით, რადგან ისინი დარბაზში დამატებით არ მუშაობდნენ.

The Athletic-ის ცნობით, "მანჩესტერ იუნაიტედის" ახალგაზრდა ფეხბურთელებმა პორტუგალიელის სიტყვები არ დააფასეს. კერძოდ, ისინი თვლიან, რომ რონალდუ ძალიან მიუწვდომელია.

ის ბევრად უფრო თავდაჯერებულად გრძნობენ თავს 34 წლის ედინსონ კავანისთან საუბრისას, მიუხედავად იმისა, რომ ურუგვაელი კარგად არ ფლობს ინგლისურს.

მედიაში ბევრმა გააკრიტიკა რონალდუც - მაგალითად, BBC-ის ექსპერტმა, გარტ კრუკსმა მას "პრიმადონა" უწოდა. ცოტა ადრე კი, კრიშტიანუმ და ბრუნომ კრიტიკა გარი ნევილისგან მიიღეს.

მან პორტუგალიელი თავდამსხმელი იგივე კავანის შეადარა და თქვა, რომ ის, ბრუნოსა და რონალდუსგან განსხვავებით, ეხმარება თავისი გუნდის ახალგაზრდა ფეხბურთელებს.