ავტორიზაცია

რონალდუ და კავანი მანჩესტერს უმნიშვნელოვანეს მატჩში დააკლდებიან?

რონალდუ და კავანი მანჩესტერს უმნიშვნელოვანეს მატჩში დააკლდებიან?
თარიღი 21 იან 2022, 22:30

მატჩისწინა პრესკონფერენციაზე რალფ რანგნიკმა გაამხილა "მანჩესტერ იუნაიტედის" რომელი ფეხბურთელი გამოტოვებენ "ვესტ ჰემ იუნაიტედის" წინააღმდეგ შეხვედრას.

"რონალდუს მატჩში მონაწილეობა საეჭვოა, რადგან მას კისრის პრობლემები აქვს. გუშინ მან გაიარა მკურნალობის კურსი 2-3 საათის განმავლობაში, დღეს კი უნდა გავიგოთ, როგორ გრძნობს თავს.

ედი კავანის ჯერ არ უვარჯიშებია გუნდთან ერთად და იმედია დღეს განაახლებს ვარჯიშს, შემდეგ დღევანდელი ვარჯიშის დასრულებისას მივიღებთ საბოლოო გადაწყვეტილებას, იქნება თუ არა ის ხვალინდელი მატჩისთვის მზად.

აარონი ვან-ბისაკა არ იქნება. ის ჯერ კიდევ ავად არის. ჯესი ლინგარდი გუშინ დაბრუნდა ვარჯიშზე და დღეს ივარჯიშებს, ამიტომ წესით მზად უნდა იყოს სათამაშოდ.

სამედიცინო პერსონალის თქმით და მე თვითონ ვესაუბრე სკოტი მაქტომინეის გუშინ, ის დღესვე უნდა დაბრუნდეს ვარჯიშზე და ვფიქრობ, ხვალ იქნება ხელმისაწვდომი", - განაცხადა რანგნიკმა.