ავტორიზაცია

"წარმოდგენა არ მაქვს, რატომ აღმოჩნდა ასეთ სიტუაციაში", - ტუხელი დემბელეს შესახებ

"წარმოდგენა არ მაქვს, რატომ აღმოჩნდა ასეთ სიტუაციაში", - ტუხელი დემბელეს შესახებ
თარიღი 22 იან 2022, 13:01

"ჩელსის" მთავარმა მწვრთნელმა, ტომას ტუხელმა "ბარსელონასა" და უსმან დემბელეს შორის არსებულ კონფლიქტზე განცხადება გააკეთა.

"ძალიან კარგი ფეხბურთელია, როცა თავის ტოპ დონეზე იმყოფება. ძალიან გამიმართლა, რომ "დორტმუნდში" ვწვრთნიდი", - ციტირებს გერმანელი სპეციალისტის სიტყვებს Sky Sport.

"ჩვენი თანამშრომლობა სულ ერთ წელიწადს გაგრძელდა, მაგრამ უნდა წავსულიყავი და მანაც წასვლა გადაწყვიტა. მას შემდეგ ახლო კონტრაქტი არ გვქონია".

"წარმოდგენა არ მაქვს, რატომ აღმოჩნდა ასეთ სიტუაციაში. დეტალები არ ვიცი, ასე რომ უმჯობესია არაფერი ვთქვა", - დასძინა ტუხელმა.

20 იანვარს, "ბარსელონას" სპორტულმა დირექტორმა, მატეუ ალემანიმ განაცხადა, რომ კლუბი იანვრის ბოლომდე დემბელეს გაყიდვას აპირებს, რადგან 24 წლის ფრანგი მომავალ ზაფხულამდე მოქმედი კონტრაქტის გახანგრძლივებაზე უარს აცხადებს.