ავტორიზაცია

"თუ ბარსელონაში ყოფნა არ გინდა, გერბს ნუ სვრი - მისტერ ლაპორტა, გაუღე კარი", - სტოიჩკოვმა დემბელეს მიმართა

"თუ ბარსელონაში ყოფნა არ გინდა, გერბს ნუ სვრი - მისტერ ლაპორტა, გაუღე კარი", - სტოიჩკოვმა დემბელეს მიმართა
თარიღი 21 იან 2022, 15:52

„ბარსელონას“ ექს-ფეხბურთელმა, ხრისტო სტოიჩკოვმა, გუნდის შემტევი უსმან დემბელე გააკრიტიკა.

ფრანგი ფეხბურთელი გუნდთან ახალი კონტრაქტის გაფორმებაზე ვერ თანხმდება, რადგან კლუბის აზრით, ძალიან გადაჭარბებული ფინანსური მოთხოვნები აქვს. ამის გამო, „ბარსელონას“ დირექტორმა, მატეუ ალემანიმ ღიად განაცხადა, რომ დემბელესთან ყველანაირი მოლაპარაკებები დასრულებულია და მან გუნდი 31 იანვრამდე უნდა დატოვოს.

თუმცა, დემბელეს აგენტი, მუსა სისოკო, „ბარსელონასთან“ შეთანხმების იმედს არ კარგავს და მორიგ შეხვედრას ითხოვს.

„თუ „ბარსელონაში“ ყოფნა არ გინდა, მაშინ მის გერბსაც ნუ სვრი.“ - აღნიშნა სტოიჩკოვმა TUDN-თან საუბარში.

„ტაშს ვუკრავ ხავი ერნანდესს იმის გამო, რომ მან ის განაცხადში არ შეიყვანა და გასახდელს არ გააკარა, იმიტომ რომ გასახდელი პატივისცემას იმსახურებს, მას 121-წლიანი ისტორია გააჩნია.

მისტერ ლაპორტა, გააღე კარი და გაუშვი ის ადამიანები, ვინც ამ კლუბის ფერებს ვერ უგებს - მე ამ მაისურისთვის ვოფლიანდებოდი.

დემბელე ვერასდროს იგებდა, თუ რა არის „ბარსელონა“. მე ვიყავი ამ კლუბში როგორც უცხოელი და ჩემ დროს, ყველას გვესმოდა, თუ რას ნიშნავს ეს კლუბი - კუბალას, კარასკოს, ლინეკერს, ხოსე მარი ბაკეროს და სალინასსაც. ყველას ესმოდა, მაგრამ შენ, დემბელე, არ გესმის.“ - ციტირებს სტოიჩკოვის სიტყვებს Marca.