ავტორიზაცია

რატომ არ იყო ლაზარე კუპატაძე ლეხ პოზნანთან განაცხადში? - მიზეზი ცნობილია

რატომ არ იყო ლაზარე კუპატაძე ლეხ პოზნანთან განაცხადში? - მიზეზი ცნობილია
თარიღი 22 იან 2022, 16:04

2022 წლის პირველ ამხანაგურ მატჩში ბათუმის დინამომ თურქეთში, წინასასეზონო შეკრებაზე პოლონეთის პირველადგილოსანი პოზნანის ლეხი 2-1 დაამარცხა.

აღნიშნულ შეხვედრაში მონაწილეობა არ მიუღია ბათუმის დინამოს მეკარეს ლაზარე კუპატაძეს. პირველ ტაიმში გუნდის კარს მიხეილ ალავიძე იცავდა, მეორე ნახევარში გიორგი ბეგაშვილი.

GOAL.GE-ს ინფორმაციით, საქართველოს ნაკრების მეკარეს მხრის პრობლემა ჰქონდა, ვარჯიში კი გუნდთან ერთად მხოლოდ 4 დღეა განაახლა, რის გამოც გია გეგუჩაძემ არ გარისკა.

ლეხ პოზნანთან მატჩში ბათუმელთა შემადგენლობიდან გოლები ვლადიმერ მამუჩაშვილმა და თორნიკე გაფრინდაშვილმა გაიტანეს.
შემდეგ შეხვედრას გია გეგუჩაძის გუნდი 23 იანვარს, რაკუვის წინააღმდეგ გამართავს. ნიკა კვეკვესკირის შემდეგ საქართველსო ჩემპიონებს ვაკო გვილია დაუპირისპირდება.