ვალენსიას მწვრთნელმა მამარდაშვილი ზედმეტი წონის გამო განაცხადში არ შეიყვანა
ვალენსიას მთავარმა მწვრთნელმა ხოსე ბორდალასმა გიორგი მამარდაშვილი ლა ლიგის 22-ე ტურში ატლეტიკოსთან მატჩისთვის განაცხადში არ შეიყვანა.
ამის მიზეზი ფეხბურთელის ზედმეტი კილოგრამებია, რომელიც სასწორზე დააფიქსირა. შესაბამისად, ქართველი ვანდა მეტროპოლიტანოზე, მადრიდში გუნდთან ერთად არ წავიდა. მისი ადგილი აკადემიის მეკარე ჩარლი პერესმა დაიკავა.
21-ე ტურში სევილიას წინააღმდეგ ვალენსიას მთავარმა მეკარე იასპერ სილესენმა ტრავმა მიიღო და ქართველი გულშემატკივარი მოედანზე გიორგი მამარდაშვილის გამოჩენას ელოდა, თუმცა ხოსე ბორდალასმა ხაუმე დომენეკს მისცა შანსი. მატჩის შემდეგ კი თქვა, რომ გიორგი მამარდაშვილის ვარჯიშით კმაყოფილია, თუმცა იმ მომენტში დომენეკი უფრო მზად იყო.
გიორგი მამარდაშვილი ვალენსიას 2021 წლის ზაფხულში დინამო თბილისიდან იჯარით შეუერთდა და "ღამურებში" ლა ლიგის საწყის 6 ტურშიც ითამაშა, გუნდმა 21 წლის კიპერი დეკემბერში გამოისყიდა.