ავტორიზაცია

სანამ დინამო მარუშიჩს ედავება, ახალმა კლუბმა ის უკვე წარადგინა

სანამ დინამო მარუშიჩს ედავება, ახალმა კლუბმა ის უკვე წარადგინა
თარიღი 22 იან 2022, 17:59

როგორც მოგეხსენებათ, თბილისის "დინამოს" ახლა უკვე ყოფილმა თავდამსხმელმა, ზორან მარუშიჩმა კლუბი დატოვა თვითნებურად, რის გამოც ფეხბურთელის წინააღმდეგ სასამართლო დავა დაიწყება.

სანამ დედაქალაქელები ცდილობენ ყველაფრის დალაგებას, სერბი ფორვარდი მოლაპარაკებას აწარმოებს ნამანგანის "ნავბაჰორთან", მეტიც, აღნიშნულმა კლუბმა ის უკვე წარადგინა.

უზბეკური კლუბის ოფიციალურ გვერდზე "ლურჯ-თეთრების" ყოფილი შემტევის შესახებ წერია შემდეგი - "თურქეთში, ქალაქ ანტალიაში შეკრებაზე მყოფ ნავბახორს კიდევ ერთი მოთამაშე შეემატება.

უახლოეს პერიოდში კლუბთან კონტრაქტს გააფორმებს მარუშიჩი, რომელიც აქამდე დინამოს შემადგენლობაში თამაშობდა", - წერენ "არწივები" 29-წლის წინახაზელის შესახებ.

შეგახსენებთ, რომ მარუშიჩი გახდა საქართველოს ეროვნული ლიგის გასული სეზონის საუკეთესო ბომბარდირი და ამის გარდა, ის სეზონის საუკეთესო ლეგიონერადაც აღიარეს.

ყველაფერი სასამართლომდე მივიდა - დინამო თბილისი ზორან მარუშიჩს უჩივის!